კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი შესაბამისობა მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების ფორმალურ დაცვას არ გულისხმობს. ის მოითხოვს ისეთი შიდა წესებისა და პროცედურების არსებობას, რომლებიც უზრუნველყოფს კომპანიის საქმიანობის კანონთან შესაბამისობას, უფლებამოსილებების მკაფიო განაწილებასა და სამართლებრივი რისკების დროულ გამოვლენას.
ჩვენი ბიურო კომპანიებს ეხმარება საქმიანობისთვის რელევანტური სამართლებრივი მოთხოვნების განსაზღვრაში, არსებული პრაქტიკის შეფასებასა და შესაბამისი შიდა მექანიზმების ჩამოყალიბებაში. მიზანია, სამართლებრივი მოთხოვნები აისახოს კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში და მათი შესრულება რეალურად მოქმედი პროცესებით იყოს უზრუნველყოფილი.
