ადვოკატი ლალი მინაშვილი

თქვენი საქმე.
ჩვენი მოქმედება.
საერთო გამარჯვება.

ჩვენი საქმიანობის მთავარი ღირებულება ადამიანია — მისი უფლებებითა და ღირსებით.

თქვენ მიერ მონდობილ საქმეში ვხედავთ იმას, რაც სამართლებრივი დოკუმენტების მიღმა დგას— პირად ისტორიას, მიზანს, რომლისთვისაც იშრომეთ, და მომავალს, რომლის დაცვაც გსურთ.

ადამიანებს ვხედავთ კომპანიების მიღმაც… ვხედავ დამფუძნებლებსა და პარტნიორებს, ხელმძღვანელებსა და შემსრულებლებს, მათ ისტორიებს, მიზნებსა და ამბიციებს, მიღებულ გადაწყვეტილებებსა და შეცდომებს, რომელთა გამოსწორებაც ახალი შესაძლებლობის დასაწყისი შეიძლება გახდეს.

ჩვენი ამოცანაა, თქვენს პოზიციას ჰქონდეს მყარი სამართლებრივი საფუძველი, არგუმენტებს — დამაჯერებელი ძალა, მიზნებს კი — მიღწევის რეალური გზა.

ადვოკატი ლალი მინაშვილი

ჩვენი მიდგომა

ამ მიზნის მისაღწევად ვაერთიანებთ საფრანგეთში მიღებულ იურიდიულ განათლებას, ქართული სამართლის სიღრმისეულ ცოდნასა და საერთაშორისო პრაქტიკულ გამოცდილებას.

საქმეს ვაფასებთ როგორც ეროვნული სამართლის, ისე შესაბამისი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების ჭრილში. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციასა და სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას ვიყენებთ იქ, სადაც მათ თქვენი პოზიციის გამყარება შეუძლია, საერთაშორისო საქმიანობისას კი ვითვალისწინებთ შესაბამის რეგულაციებსა და ბიზნესის მოთხოვნებს.

ჩვენი სტრატეგია ეფუძნება მყარ მტკიცებულებებს, საპასუხო არგუმენტების წინასწარ გათვლასა და პრაქტიკულ შედეგზე ორიენტირებულ მოქმედებას — აქ თითოეულ სამართლებრივ ნაბიჯს თავისი ზუსტი მიზანი აქვს.

Master 2 Droit international et transnational, Université de Strasbourg, promotion 2020/21

სიახლეები და პუბლიკაციები

ყველა სტატია

ბოლო სტატიები

·ინვესტიციები

ინვესტიცია საქართველოში: როგორ მოვამზადოთ პროექტი

რა უნდა გაირკვეს ინვესტირებამდე: სტრუქტურა, ქონება, ნებართვები და პარტნიორები. რიგითობა, რომელიც დროსა და ფულს ზოგავს.

სტატიის წაკითხვა

·სახელშეკრულებო სამართალი

რა უნდა შეამოწმოთ ხელშეკრულების ხელმოწერამდე

ხუთი კითხვა, რომელიც ყოველ ხელშეკრულებას ხელმოწერამდე უნდა დაუსვათ, და რატომ ზოგავს ერთი საათი იურისტთან თვეების დავას.

სტატიის წაკითხვა

·საზოგადოებათა სამართალი

კომპანიები: როგორ მოვაწყოთ მუდმივი იურიდიული მხარდაჭერა

როდის სჭირდება კომპანიას იურისტი ერთჯერადად და როდის მუდმივად, და როგორ გამოიყურება კარგად მოწყობილი იურიდიული თანხლება.

სტატიის წაკითხვა

მოდით, ვისაუბროთ თქვენს პროექტზე.

შეხვედრა ოფისში ან დისტანციურად.

შეხვედრის დაჯავშნა წინასწარი ჩაწერით
ლალი მინაშვილი · საადვოკატო ბიურო თბილისი · საქართველო