მართვის კონსულტაცია

კომპლაიენსი

კეთილსინდისიერება განზრახვაში ჩანს. შესაბამისობა — გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში.

კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი შესაბამისობა მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების ფორმალურ დაცვას არ გულისხმობს. ის მოითხოვს ისეთი შიდა წესებისა და პროცედურების არსებობას, რომლებიც უზრუნველყოფს კომპანიის საქმიანობის კანონთან შესაბამისობას, უფლებამოსილებების მკაფიო განაწილებასა და სამართლებრივი რისკების დროულ გამოვლენას.

ჩვენი ბიურო კომპანიებს ეხმარება საქმიანობისთვის რელევანტური სამართლებრივი მოთხოვნების განსაზღვრაში, არსებული პრაქტიკის შეფასებასა და შესაბამისი შიდა მექანიზმების ჩამოყალიბებაში. მიზანია, სამართლებრივი მოთხოვნები აისახოს კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში და მათი შესრულება რეალურად მოქმედი პროცესებით იყოს უზრუნველყოფილი.

მომსახურების სფერო

მომსახურება მოიცავს:

  • შეთანხმებული მიმართულებებით კომპანიის დოკუმენტებისა და პროცესების სამართლებრივ შემოწმებას
  • გამოვლენილი ხარვეზებისა და რისკების შეფასებას
  • შიდა პოლიტიკების, ინსტრუქციებისა და პროცედურების მომზადებას
  • ინტერესთა კონფლიქტისა და გადაწყვეტილებების დამტკიცების წესების მოწესრიგებას
  • კონტრაგენტებთან ურთიერთობისა და დოკუმენტირების პროცედურების გამართვას
  • თანამშრომლებისთვის შესაბამისი წესების განმარტებასა და დანერგვის მხარდაჭერას

ინდივიდუალური სამართლებრივი მიდგომა

სამუშაოს ფარგლებს კომპანიის სექტორის, ზომისა და საქმიანობის თავისებურებების მიხედვით ვადგენთ. ვაფასებთ როგორც ფორმალურ დოკუმენტებს, ისე მათი გამოყენების პრაქტიკას. შედეგად კომპანია იღებს პრიორიტეტებად დალაგებულ რეკომენდაციებსა და საჭირო დოკუმენტებს, რომლებიც განსაზღვრავს, რა უნდა შეიცვალოს, ვინ არის პასუხისმგებელი და როგორ უნდა მოქმედებდეს შესაბამისი პროცესი.

კონკრეტული საჭიროება? მოდით, ვისაუბროთ.

შეხვედრის დაჯავშნა წინასწარი ჩაწერით