როდესაც ურთიერთობა რამდენიმე ქვეყანას უკავშირდება, დავის შინაარსამდე ხშირად სხვა კითხვებია გადასაწყვეტი: რომელი სამართალი გამოიყენება, სად უნდა განიხილებოდეს საქმე და როგორ შეიძლება მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება. ჩვენი ბიურო კერძო პირებსა და კომპანიებს ეხმარება ამ საკითხების შეფასებასა და ტრანსსასაზღვრო საქმის სამართლებრივი სტრატეგიის შემუშავებაში.
მომსახურების სფერო
მომსახურება მოიცავს:
- ურთიერთობაზე გამოსაყენებელი სამართლისა და იურისდიქციის საკითხების ანალიზს
- სასამართლოსა და არბიტრაჟის შესახებ შეთანხმებების შეფასებას
- უცხოური ელემენტის მქონე ქონებრივ და ვალდებულებით ურთიერთობებზე კონსულტაციას
- უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოში ცნობისა და აღსრულების საკითხებს
- უცხოური დოკუმენტების გამოყენების სამართლებრივი მოთხოვნების შეფასებას
- უცხოელ იურისტებთან საქმის წარმოების კოორდინაციას
ინდივიდუალური სამართლებრივი მიდგომა
ვიკვლევთ მონაწილეთა კავშირებს შესაბამის ქვეყნებთან, შეთანხმებებსა და შესაძლო დავის გადაწყვეტის ადგილებს. კლიენტი იღებს დასაბუთებულ შეფასებას, რომელი გზით და სად არის მიზანშეწონილი ინტერესების დაცვა, აგრეთვე საქართველოში განსახორციელებელი მოქმედებების სამართლებრივ მხარდაჭერას.
